ველურ ცხოველებზე სახიფათო შოუების წამყვანი, რომელიც თავისსავე ზოოპარკში დაასაფლავეს, სადაც მნახველების მისვლა აკრძალულია - Palitra News

ველურ ცხოველებზე სახიფათო შოუების წამყვანი, რომელიც თავისსავე ზოოპარკში დაასაფლავეს, სადაც მნახველების მისვლა აკრძალულია

2017-02-09 16:49:47+04:00

ცნობილი ავსტრალიელი ნატურალისტი, ტელეჟურნალისტი და მრავალი ფილმის ავტორი, სტივ ირვინი 1962 წლის 22 თებერვალს, ავსტრალიის ქალაქ მელბურნის გარეუბანში, კერძოდ ქუინსლენდში დაიბადა. ცხოველების მიმართ ინტერესი, სტივს ჯერ კიდევ პატარაობაშივე ჩამოუყალიბდა, რადგან მშობლებს საკუთარ რანჩოში ქვეწარმავლების მეურნეობა ჰქონდათ. სწორედ აქ შეისწავლა შემდგომში ყველაზე ექსტრემალურმა ტელეწამყვანმა ცხოველებთან ურთიერთობა ყოველგვარი ზიანის გარეშე. სტივმა პატარაობაშივე კარგად შეისწავლა სახიფათო და საშიში ცხოველები, ისწავლა მათთან გამკლავება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათზე ზრუნვა.