ტეხასელმა მეცნიერებმა მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტირების ახალი, არაინვაზიური მეთოდი შეიმუშავეს - დიაგნოზის დასასმელად საკმარისია სპეციალური მიკროსქემით ნერწყვის გამოკვლევა. მიოკარდიუმის ინფარქტი განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.ამ დროს გულმკერდის არეში ინტენსიური, მძაფრი ტკივილი იჩენს თავს. მაგრამ გვხვდება უმტკივნეულო ფორმაც, რომელიც ინფარქტისთვის დამახასიათებელი სტანდარტული კლინიკური სურათით არ მიმდინარეობს.