ქართველი "კანონიერ ქურდი" კიევში დააკავეს - სპეცოპერაციის კადრებს უკრაინის შსს-ს მინისტრი ავრცელებს - Palitra News

ქართველი "კანონიერ ქურდი" კიევში დააკავეს - სპეცოპერაციის კადრებს უკრაინის შსს-ს მინისტრი ავრცელებს

2017-02-11 12:13:59+04:00

კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი, საქართველოს მოქალაქე 42 წლის გელა ქარდავა დააკავა, რომელიც მძიმე დანაშაულების მუხლებით არაერთხელ არის ნასამართლევი (ყაჩაღობა, ძარცვა). ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკრაინის შს მინისტრი არსენი ავაკოვი წერს. მისი ინფორმაციით, ქარდავას დაკავება სპეცოპერაციის შედეგად მოხდა, რომელიც კიევის პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის მონაწილეობით ჩატარდა. მინისტრი აღნიშნულის შესახებ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.