09:24
30 ივნისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არტTIME
8 ცნობილი ადამიანი, რომელიც წარმოშობით უკრაინელია
09-03-2022

წარმოგიდგენთ 8 ცნობილ ადამიანს, რომლებიც წარმოშობით უკრაინიდან არიან და რომელთა ოჯახებმა საბჭოთა კავშირისგან თავის დაღწევა მის დაშლამდე მოახერხეს. ალბათ, ამ ადამიანებს ვერასდროს გავიცნობდით, მათი წინაპრები საბჭოთა კავშირიდან რომ არ გამოქცეულიყვნენ.

1. მილა იოვოვიჩი
მილა იოვოვიჩი 1975 წელს უკრაინაში დაიბადა. ამ დროს უკრაინა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. მილა 5 წლის იყო, როცა მისი ოჯახი აშშ-ში გადავიდა. "თავიდან რუს ჯაშუშს მეძახდნენ და მეგონა, საზოგადოება არასდროს მიმიღებდა", — წერს იოვოვიჩი აშშ-ში ცხოვრების ადრეული პერიოდის შესახებ.

2. დასტინ ჰოფმანი
დასტინ ჰოფმანი ებრაელია, რომლის წინაპრებიც კიევში ცხოვრობდნენ, როცა უკრაინა რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ჰოფმანმა მონაწილეობა მიიღო ცნობილ გადაცემაში Finding Your Roots და თავისი წინაპრების შესახებ შოკისმომგვრელი ინფორმაცია აღმოაჩინა. მსახიობმა სწორედ ამ გადაცემის მეშვეობით გაიგო, რომ მისი ბებია 5 წლის განმავლობაში უკრაინის საკონცენტრაციო ბანაკში იძულებით ცხოვრობდა.

3. ვერა ფარმიგა
მიუხედავად იმისა, რომ ვერა ფარმიგა აშშ-ში დაიბადა, მსახიობი თავს უკრაინელ-ამერიკელად მიიჩნევს. მისი მშობლები უკრაინელები იყვნენ და ვერა 6 წლამდე მხოლოდ უკრაინულად საუბრობდა. "უკრაინულ კათოლიკურ სკოლაში დავდიოდი და ჩემი ყველა აქტივობა უკრაინას უკავშირდებოდა. უკრაინული ხალხური ცეკვების პროფესიონალი მოცეკვავეც კი გავხდი", — განაცხადა მსახიობმა.

4. მილა კუნისი

მილა კუნისი უკრაინაში დაიბადა და სამშობლო 1991 წელს დატოვა. "აშშ-ში ჩამოსვლის შემდეგ ყოველდღე ვტიროდი, რადგან ამ ადამიანების ენა და კულტურა არ მესმოდა", — განაცხადა მსახიობმა. მოგვიანებით, მილამ სამსახიობო კურსებზე გადაწყვიტა მისვლა და მისი წარმატებული კარიერაც ამ პერიოდიდან დაიწყო.

5. სტივენ სპილბერგი
სტივენ სპილბერგი აშშ-ში ებრაულ ოჯახში დაიბადა, თუმცა მისი ბებია და ბაბუა უკრაინელები იყვნენ. რეჟისორის ნათესავები, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობდნენ, ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდნენ. სპილბერგის თქმით, ბავშვობაში ანტისემიტური დამოკიდებულება არაერთხელ უგრძნია. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი ცნობილი ფილმი შინდლერის სია, რომლის მთავარ თემასაც ანტისემიტიზმი წარმოადგენს.

6. დევიდ დუხოვნი
The X-Files-ის ვარსკვლავი აშშ-ში დაიბადა, თუმცა მისი მშობლები უკრაინელები არიან. დევიდ დუხოვნის ოჯახმა საბჭოთა კავშირი დატოვა და აშშ-ში გადავიდა, რათა სტალინის რეპრესიები თავიდან აერიდებინა.

7. სილვესტერ სტალონე
სილვესტერ სტალონეს წინაპრებიც ებრაელები იყვნენ. თუმცა უფრო რომ დავაკონკრეტოთ, მსახიობის დედის ბებია და ბაბუა ოდესაში ცხოვრობდნენ, რომელიც დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს და იმ პერიოდში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. რადგან რუსეთის იმპერიაში ებრაელებს დევნიდნენ, სტალონეს წინაპრებმა უკრაინის ტერიტორია დატოვეს და აშშ-ში გადავიდნენ.

8. და ბოლოს, კეტრინ უინიკი
Vikings-ის ვარსკვლავი და ემის მფლობელი კეტრინ უინიკი წარმოშობით უკრაინელია. მართალია, მსახიობი კანადაში დაიბადა, თუმცა 8 წლამდე უკრაინულად საუბრობდა. "ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ და ჩემი ქვეყნის ისტორიასაც დიდ პატივს ვცემ", — განაცხადა მსახიობმა Peolpe-თან ინტერვიუში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები