15:12
22 აგვისტო, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
8 მიზეზი, რის გამოც ყველაზე მეტი ავარია ხდება საქართველოში
29-07-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევების მეორე კვარტლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ავტოავარიების შედეგად ქვეყანაში დაიღუპა - 108 და დაშავდა - ათას 929 ადამიანი. სტატისტიკა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებსაც მოიცავს. უწყების მონაცემებით, ყველაზე მეტი - 101 სატრანსპორტო შემთხვევის სავარუდო მიზეზი - შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევაა; მას მოსდევს მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება -76 შემთხვევით; მე-3 და მე-4 ადგილებს კი 43-43 შემთხვევით ინაწილებენ დისტანციის დაუცველობა და სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. მათ მოსდევს - ე.წ. ზებრა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, რაც ავარიების სავარაუდო მიზეზად 39 შემთხვევაში გამოვლინდა.

ავტოავარიების გამომწვევ 8 სავარაუდო მიზეზს შორის ხვდებიან ასევე: საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა; მოძრაობის დაწყებისა და მოხვევის მანევრები.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები