13:52
5 აპრილი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
8 ქალაქი საქართველოში, სადაც შესაძლოა, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში დაიწყოს
19-02-2020

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონის პროექტი, მათ შორის მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ორ ეტაპად გაყოფას გულისხმობს.

ცვლილებების მიხედვით, გამოცდის პირველი ეტაპი დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში - წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.

ამასთან, როგორც მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობის გადატანის პროცესში, მთავრობის პარტნიორი მუნიციპალიტეტებია - რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, სწორედ ამ ქალაქებში მოხდეს გამოცდისთვის შესაბამისი მარშრუტების ინფრასტრუქტურულად მოწყობა.

გეგმის მიხედვით, პროექტის განხორციელებისთვის საპროგნოზო ბიუჯეტად 1 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები