რატომ არ უნდა მიირთვათ ტოსტერში გამომწვარი პური? - Palitra News

რატომ არ უნდა მიირთვათ ტოსტერში გამომწვარი პური?

2017-02-10 12:40:44+04:00

გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.

რა დოზითაა ის მავნებელი, ჯერ საბოლოოდ არ არის დაზუსტებული. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ტოსტერში გაცხელებული პურის ერთხელ ჭამა ვერაფერს დაგაკლებთ, თუმცა, რისკი მნიშვნელოვნად იმატებს და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება, თუ თქვენ მას რეგულარულად მიირთმევთ.