კომიტეტის სხდომაზე გუშინდელი შედეგის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ დღეს პარლამენტი გულდასმით მოეკიდება ჩვენს შენიშვნებს - ანა დოლიძე - Palitra News

კომიტეტის სხდომაზე გუშინდელი შედეგის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ დღეს პარლამენტი გულდასმით მოეკიდება ჩვენს შენიშვნებს - ანა დოლიძე

2017-02-08 15:19:11+04:00

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმედოვნებს, რომ კომიტეტის სხდომაზე გუშინდელი შედეგის მიუხედავად, პარლამენტი დღეს გულდასმით მოეკიდება პრეზიდენტის შენიშვნებს. როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის შენიშვნები "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მთლიანდ ვენეციის კომისიის მოსაზრებების თანმხვედრია. დღეს პარლამენტში "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე უნდა იმსჯელონ.