ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ახალ ხედვასა და გეგმას წარმოადგენს - Palitra News

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ახალ ხედვასა და გეგმას წარმოადგენს

2017-02-06 10:29:49+04:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი დღეს პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მაუწყებლის განვითარების ახალ ხედვასა და დეტალურ გეგმას წარმოადგენს, ასევე გაირკვევა ემუქრება თუ არა კიდევ რომელიმე პროექტს დახურვა. გასულ კვირას ნინო ზაუტაშვილის გადაცემა "რეალური სივრცე" დაიხურა, რასაც საკმაოდ ნეგატიური რეაგირება მოყვა. ნინო ზაუტაშვილი ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს, თუმცა საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა.