უცნაურია, მაგრამ მე-20 საუკუნის თაღლითები და ე.წ. "მძარცველები თეთრ ხელთათმანებში", ყოველთვის უბადლო არტისტიზმით, სასიამოვნო გარეგნობით და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან, მათი უმრავლესობა კი, ადრეულ ბავშობაში აწყდება სოციალურ უთანასწორობას და უსამართლობასაც თავისებურად პასუხობს. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება ბრილიანტების ლეგენდარული ქურდი, 86 წლის დორის პეინი, რომელიც 6 ათეული წელია მოსვენებას არ აძლევს ელიტარულ საიუველირო ბუტიკებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გაიგეთ ყველაფერი გამოუწორებელი ქურდი ქალის შესახებ, რომელიც დღესაც საპატიმროშია.