მსოფლიოში ცნობილი ბრენდი "მადო" უკვე საქართველოშია - Palitra News

მსოფლიოში ცნობილი ბრენდი "მადო" უკვე საქართველოშია

2017-02-01 15:31:35+04:00

თბილისში ახალი კაფე-რესტორანი "მადო" გაიხსნა. ბრენდი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ცნობილი და სახელი ნაყინის წარმოების განსხვავებული ტექნოლოგიით გაითქვა. როგორც კაფე-რესტორნის წარმომადგენლები აცხადებენ, თხის რძისგან დამზადებული ნაყინი უნიკალური გემოვნური თვისებებით ხასიათდება.

"მადოში" მომხმარებელს დესერტების გარდა შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ხმელთაშუა ზღვის, ევროპული და ქართული სამზარეულო.