ფიზიკური მოდუნება, არასპორტული ცხოვრების წესი და ხანგრძლივად კომპიუტერთან ჯდომა ბევრი დაავადებისა და სიმსუქნის გამომწვევი მთავარი მიზეზია. მათთვის, ვინც ოფისში მუშაობს და ეს პრობლემა აწუხებს, გამოიგონეს თანამედროვე სკამის ბალიში Darma. როგორც ამბობენ, ეს არის მსოფლიოში პირველი ჭკვიანი ბალიში, რომელიც აკონტროლებს თქვენი ჯდომის პოზას და მიგითითებთ როდის უნდა გაიმართოთ და როგორ დაჯდეთ სწორად. გარდა ამისა, მისი შემქმნელების თქმით, ის ასევე აკვირდება თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, ზომავს სტრესის დონესა და გულისცემას. ის ასევე აკვირდება თქვენს სუნთქვას და საჭირო დროს გეხმარებათ მარტივი სუნთქვის ვარჯიშების გაკეთებაში. სენსორული ტექნოლოგიისა და ალგორითმების გამოყენებით ის ადგენს როდის უნდა ადგეთ, შეისვენოთ და ივარჯიშოთ. მოწყობილობა სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობით გატყობინებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას და გაძლევთ სასარგებლო რჩევებს. იდეის ავტორების თქმით, მისი დახმარებით ფიზიკურად უკეთ იგრძნობთ თავს და მეტად შრომისუნარიან გახდებით.