დღეს ნინოობაა - სიონის ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს - Palitra News

დღეს ნინოობაა - სიონის ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს

2017-01-27 11:05:12+04:00

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. საპატრიარქოს ცნობით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნატარესმა, ილია მეორემ დღესასწაულთან დაკავშირებით, ლოცვა გუშინ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შეასრულა. მსახურების დროს ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს. მორწმუნეებს ამ სიწმინდის მოლოცვა დღესაც შეუძლიათ.