თბილისში "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაიწვა. მანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა საინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. "მერსედესის" მარკის ავტომობილი აფრიკის დასახლებაში დღეს, დილით დაიწვა.