76 წლის დედის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი თავს წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სრულად ცნობს. თუმცა ამასთან დაკავშირებით არავითარი განცხადება მას დღევანდელ პროცესზე არ გაუკეთებია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი ნოემბერში დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის - ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, -76 წლის დედა ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს. ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი - შეჭამა.
იხილეთ:
კადრები ე.წ. კანიბალიზმის საქმის სასამართლო პროცესიდან - როგორ გამოიყურება და რას ყვება ბრალდებული ბექა შენგელია?