ენერგეტიკის მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და წარუმატებელი მოლაპარაკებების გამო, რომელმაც ქვეყანას ზიანი მიაყენა, თანამდებობა უნდა დატოვოს, - ამის შესახებ პროფესორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მისი თქმით, "გაზპრომთან" მოლაპარაკებების და ახალი რეჟიმის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ნოემბერში, სომხურ მედიაში ვრცელდებოდა.