მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის თვითმფრინავმა ისტორიული რეისების განხორციელება დაიწყო. იგი იშვიათი მისიის ფარგლებში სამ კონტინენტს მოივლის. 1980-იან წლებში შექმნილი ლაინერის ოფიციალური სახელწოდებაა "ან-225", მისი დანიშნულება საბჭოური კოსმოსური ხომალდის ტრანსპორტირება იყო. როგორც ამბობენ, ეს უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი "მრია" , რაც უკრაინულად - "ოცნებას" ნიშნავს უნიკალურია და მას ანალოგი არ აქვს. თანამედროვე თვითმფრინავების უმრავლესობას 2 ან 4 ძრავა აქვს, მაშინ როდესაც "მრიას" - ექვსი. ამასთან, ლაინერის ფრთათაშორისი სიგანე 88 მეტრია. ეს უფრო მეტია ვიდრე ხუთი 16-მეტრიანი სატვირთო ავტომობილი ერთმანეთის მიყოლებით. ამას გარდა, "მრიას" მაქსიმალური ასაფრენი მასაა 640 ტონაა, რაც 2-ზე მეტჯერ აღემატება თავისუფლების ქანდაკების წონას.