ძლიერი წვიმისა და თოვის შედეგად, გელათში წყალი ჩავიდა - Palitra News

ძლიერი წვიმისა და თოვის შედეგად, გელათში წყალი ჩავიდა

2016-12-14 16:21:07+04:00

რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმისა და თოვის შედეგად, გელათის სამონასტრო კომპლექსში წყალი ჩავიდა. შედეგად ფრესკების ნაწილი დაზიანდა. ადგილზე რესტავრატორები მუშაობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ფრესკები არ განადგურდება, თუმცა პირვანდელ იერსახეს დაკარგავს. გელათის მონასტრის გადახურვითი სამუშაოები ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები 2017 წელს უნდა დასრულდეს.