გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის აღების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება - Palitra News

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის აღების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება

2016-12-05 17:43:30+04:00

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტთან დაკავშირებით თბილისის მერიის მისამართით პეტიცია ვრცელდება:

"მოვითხოვთ, წინამძღვრიშვილის ქუჩიდან დაუყოვნებლივ აიღოთ ეს სიმახინჯე. გენერალი მაზნიაშვილი ასეთ ბიუსტს არ იმსახურებს. ერის სირცხვლია ეს"!- წერია განცხადებაში.

პეტიციას 1475 ხელმომწერი ჰყავს. მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი 30 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა. ბიუსტის ავტორი მოქანდაკე გენადი ზაქარაიაა.