თბილისის მერიასთან გიგი უგულავას დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსი გაიმართა, რომელსაც ”ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პარტიის მხარდამჭერები შეუერთდნენ. მათი განცხადებით, გიგი უგულავა იყო თბილისისთვის საუკეთესო მერი, რომელმაც ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. აქციის მონაწილეთა შეფასებით, გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი.