07:52
4 აგვისტო, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
764,9 მლნ ლარის წმინდა მოგება 5 თვეში - როგორია კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები
22-06-2021

კომერციული ბანკების წმინდა მოგება იზრდება. 2021 წლის მაისში საფინანსო სექტორი მოგების მორიგ რეკორდულ ნიშნულზე გავიდა. კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მაისში ბანკების მოგებამ 180 მილიონ 117 ათასი ლარი შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონ 764 ათასი ლარით ანუ 237,5%-ით, წინა თვესთან შედარებით კი 7 მილიონ 46 ათასი ლარით ანუ 4%-ით მეტია. მთლიანად, 2021 წლის 1-ელ 5 თვეში ბანკები 764 მილიონ 995 ათასი ლარის მოგებაზე გავიდნენ.

ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მაისში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 480 მილიონ 397 ათასი ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები 395 მილიონ 658 ათასი ლარი იყო.

მაისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 275 მილიონ 682 ათასი ლარი შეადგინა. ამავე სტატისტიკით, ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 4 მილიონ 979 ათასი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 13 მილიონ 767 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 35 მილიონ 136 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 99 მილიონ 262 ათასი ლარი

AutoPlay
თბილისის რომელ უბანში ღირს ბინები ყველაზე ძვირი იაფი - ფასები წლიურად 7.5%-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
PMCG - საქართველოში უმუშევრობის დონე ქალაქში უფრო მაღალია, ვიდრე სოფლად
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
საქართველო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ერთ ჰექტარზე ყველაზე ნაკლებ ხილს და ბოსტნეულს აწარმოებს
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
Amazon-ის მეორე კვარტლის მოგება 48%-ით, შემოსავლები კი 27%-ით არის გაზრდილი
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
მიმდინარე წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება 2,1%-ით შემცირდა, ხოლო გაზის - გაიზარდა
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
Bloomberg: აშშ აპირებს 2030 წლისთვის ელექტრომობილების წილი 40%-მდე გაზარდოს
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები