საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე მდებარე 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელიც წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის დავის ობიექტი იყო. ამის შესახებ თურქული გამოცემა „Daily Sabah“-ი წერს. გამოცემის თანახმად, გასულ კვირას თურქული და ქართული დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე პოსოფი/თურგოზუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მათივე ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას 10-კაციანი შემადგენლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ივერი მელაშვილი ხელმძღვანელობდა.