15:50
21 იანვარი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
70 ათასი ევრო, მანქანები, იარაღი და 200 ათასი ევროს ქონება: საფრანგეთში ქართველები, მათ შორის, ქალები და კანონიერი ქურდები დააკავეს
17-11-2017

პარიზში და პარიზის გარეუბანში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ 35 კაციანი ჯგუფი დააკავა, რომელთა შორისაც ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFM TV იუწყება. არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი დაკავებული იყო ბინების გაქურდვით, ქურდობითა და სიგარეტის კონტრაბანდით. აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ასევე იყო ჩართული საფრანგეთში საქართველოს საელჩო, ევროპოლი და ინტერპოლი.

35 დაკავებულიდან 8 ქალია, ძირითადად ქართველები. დაკავებულებს შორის ასევე არიან კანონიერი ქურდები ქუთაისიდან. დაკავებისას პოლიციელებმა 70 ათასი ევრო, იარაღი, მანქანები და 200 ათასი ევროს ღირებულების ქონება ამოიღეს.

პარიზის გარდა ოპერაცია ასევე იტალიის სამხრეთ ნაწილში, კალაბრიაში ჩატარდა. პოლიციის წყაროს ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს უძრავი ქონება ჰქონდა იტალიაში, ესპანეთში და პორტუგალიაში. 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები