19:22
18 ივლისი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
70 ათას დოლარს მიიღებს ოჯახი, თუ ამ სოფელში საცხოვრებლად გადავა - თვალწარმტაცი ბუნება და სუფთა ჰაერი მათ ალაპებში თერმულ კურორტზე ელით
25-06-2019

ალბინენი პატარა, არაფრით გამორჩეული სოფელია შვეიცარიის ალპებში. მიუხედავად იმისა, რომ აქ არის მთის სუფთა ჰაერი, თვალწარმტაცი ბუნება, გახლავთ თერმული კურორტი, სოფელი მოსახლეობის დეფიციტს განიცდის. სოფელში სულ 240 ადამიანი ცხოვრობს, სკოლამ, იმის, გამო, რომ ცოტა მოსწავლე ჰყავდა, ფუნქციონირება შეწყვიტა და ბავშვებს სკოლაში სიარული 20 კმ-ის დაშორებით უწევთ.

სოფლის მოსახლეობამ გადაწყვიტა საკუთარი მიწა-წყლის გადასარჩენად იბრძოლოს და საკმაოდ სოლიდური თანხა დააწესა იმ ოჯახებისთვის, ვინც მათ სოფელში გადავიდოდა საცხოვრებლად, თუმცა საამისოდ მკაცრი მოთხოვნებიც წაუყენა. კერძოდ, ოჯახი უნდა იყოს 4-სულიანი,. ოჯახის უფროსები მიიღებენ 25 000 დოლარს, ხოლო პატარები - 10 000 დოლარს.
უფროსები არ უნდა იყვნენ 45 წელზე მეტი ასაკის, უნდა იყვენენ ქვეყნის მოქალაქეები ან უნდა ჰქონდეთ ქვეყანში ცხოვრების უფლება.მათ  10 წელი უნდა იცხოვრონ სოფლის ტერიტორიაზე. ყველაზე მთავარი მოთხოვნა კი ის არის,რომ ოჯახმა უნდა ააშენოს ან შეიძინოს სახლი და სახლში უნდა დახარჯოს 200 000 დოლარი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
lestamberi
26-06-2019
მაგარი მოთხოვნაა, 70 000 დოლარს გადავუხდითო და მინიმუმ 200 000 უნდა დახარჯონო:D:D
გიორგი
26-06-2019
დიდი სიამოვნებით წავიდოდი
სხვა სიახლეები