04:30
27 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
7 თვეში საქართველოს ეკონომიკა 12,2%-ით გაიზარდა
31-08-2021

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა რამდენიმე წუთის განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის ივლისთან შედარებით 9.9%-ით გაიზარდა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზრდა ფიქსირდება 2019 წელთან შედარებითაც და მანდ 3.9% შეადგინა.

მოცემული სტატისტიკის მიხედვით, გამოდის, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.2%-ით გაიზარდა

უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ივლისში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 26.5%-ით გაიზარდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები