12:27
2 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
7 თვეში საგამოძიებო სამსახურმა 70 702 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო
07-08-2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით 70 ათას 702 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვის მუხლით გამოძიება 55 საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 44 პირის მიმართ დაიწყო.

რაც შეეხება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდს, საგამოძიებო სამსახურმა, ამავე მუხლით გამოძიება 29 საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 36 პირის მიმართ დაიწყო. გასული წლის 7 თვეში ამოღებული უაქციზო სიგარეტის რაოდენობამ კი 104 ათას 185 კოლოფი შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები