03:27
27 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
7 თვეში მთავრობამ 3,308 მლრდ ლარის სესხი აიღო
30-08-2021

როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, 2021 წლის 7 თვეში ქვეყნის მთავარი ხაზინის შემოსულობებმა ჯამში 10,273 მლრდ ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოცმული შემოსულობების 66.1%% შემოსავლებზე მოდის, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში შემოსავლების სახით ბიუჯეტში 6,791 მლრდ ლარი შევიდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთლიან შემოსულობებში შემოსავლების წილი 2020 წელთან შედარებით გაზრდილია, რაც ეკონომიკის შედარებით გამოცოცხლებაზე მიანიშნებს, თუმცა 2019 წელთან შედარებით შემოსავლების პროცენტული წილი მაინც შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 59.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს 89.4%-ს.

ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ ბიუჯეტის ზრდა ახალი ვალების აღების ხარჯზეც ხდება, რაზეც მოწმობს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გამოქვეყნებული სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 7 თვეში ქვეყნის ვალდებულებების ზრდა 3,308 მლრდ ლარი იყო. შესაბამისად, ვალდებულებების წილი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 32.2%-ს შეადგენს. არადა ისიც ფაქტია, რომ ვალების აღების წილი მთლიან შემოსულობებში 2019 წელს მხოლოდ 9%-ს შეადგენდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები