00:22
6 ივლისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
7 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა
07-08-2018

2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 მილიონ 400 ათასი ბოთლი ღვინო, რაც ამავე პერიოდის 2017 წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება. ღვინის ეროვნული სააგენტოს  ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 107 მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.

ამასთან, იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9 მილიონ 900 ათასი ბოთლი ბრენდი და 219 ათას 500 ბოთლი ჭაჭა. ჯამში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 173 მილიონ 300 ათას ამერიკულ  დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21%-ით აღემატება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები