11:14
20 აგვისტო, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
7 ყველაზე მომგებიანი ბანკი საქართველოში - რამდენი მილიონია საბანკო სექტორის მოგება მთლიანად?
24-07-2019

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2019 წლის 1-ლი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში შვიდი ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 196 მილიონ 527 ათას 732 ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 205 მილიონ 351 ათას 610 ლარი იყო.

ანგარიშგებების მიხედვით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 98 მილიონ 571 ათას 884 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 146 მილიონ 38 ათას 875 ლარი; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 9 მილიონ 369 ათას 558 ლარი შეადგინა.

მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელსაც 1-ლი კვარტლის მონაცემებით, 73 მილიონ 350 ათას 879 ლარის ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 140 მილიონ 339 ათას 212 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკმა - 8 მილიონ 500 ათასი ლარი გადაიხადა.

წმინდა მოგების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება „ტერა ბანკი“, რომელიც მომგებიანი ბანკების რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. მისმა წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში 6 მილიონ 220 ათას 52 ლარი შეადგინა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „კრედო ბანკი“ და „პროკრედიტ ბანკი“ იკავებენ. მათმა წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, შესაბამისად, 5 მილიონ 710 ათას 454 და 4 მილიონ 550 ათას 184 ლარი შეადგინა.

„პროკრედიტ ბანკს“ მცირედით ჩამორჩება „ქართუ ბანკი“, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში 4 მილიონ 137 ათას 873 ლარი შეადგინა, მე-7 ადგილს კი ჩამონათვალში -„ლიბერთი ბანკი“ იკავებს - 3 მილიონ 986 ათას 406 ლარიანი წმინდა მოგებით. ხოლო სხვა კომერციული ბანკების წმინდა მოგება  ამ შვიდთან შედარებით განსხვავებული და მცირეა.

ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები