05:08
2 მარტი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
7 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი შაქარი შემოდის
26-01-2021

საქართველოში შაქრის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 51 მილიონ 275 ათასი დოლარის ღირებულების 143 ათას 207 ტონაზე მეტი შაქარი შემოვიდა, მაშინ როცა 2019 წელს 50 მილიონ 346 ათასი დოლარის 128 ათას 616 ტონაზე მეტი შაქრის იმპორტი განხორციელდა.

შაქრის იმპორტიორ ქვეყნებს შორის 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს ბრაზილია, საიდანაც 25 მილიონ 190 ათასი დოლარის შაქრის იმპორტი განხორციელდა. მას მოსდევს რუსეთი - 9 მილიონ 158 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზე კი პოლონეთია, საიდანაც 7 მილიონ 195 ათასი დოლარის შაქარი შემოვიდა.

იმპორტიორ ქვეყნების ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს იკავებენ, საფრანგეთი და ბელარუსი, საიდანაც შესაბამისად, 3 მილიონ 46 ათასისა და 2 მილიონ 801 ათასი დოლარის შაქრის იმპორტი განხორციელდა.

გასული წლის წინასწარი მონაცემებით, შაქრის ძირითად იმპორტიორებს შორის იყვნენ ასევე უკრაინა და აზერბაიჯანი, საიდანაც მილიონ 564 ათას დოლარისა და მილიონ 65 ათასი დოლარის შაქარი შემოვიდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები