17:03
26 მაისი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
63 დღიანი პარალიზების შემდეგ, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივად აღდგა
15-03-2019

63-დღიანი პარალიზების შემდეგ, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივად აღდგა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალგორის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი, რომელიც 11 იანვრიდან პარალიზებული იყო, გაიხსნა.
"მოქალაქეებმა უკვე შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, ასევე, ის ადამიანები, ვინც დაბაში საკუთარ სახლებსა თუ სამსახურებში ვერ შედიოდნენ, დღეიდან გადაადგილებას შეძლებენ. ამ ორთვიანმა შეზღუდვამ საკმაოდ დააზარალა როგორც ახალგორში დარჩენილი მოსახლეობა, ასევე ისინიც, ვინც აქეთაა და შესვლას ვერ ახერხებდა", - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა. დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული რეგიონის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი 11 იანვარს ჩაიკეტა, მიზეზად კი, საქართველოს ცენტრალური ხესლისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციები დასახელდა.

AutoPlay
ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ის საძირკველი, რომელსაც საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა ეფუძნება - აზერბაიჯანის საგარეო უწყება
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
ოსლოში ვენესუელას კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აშშ-ის ელჩი ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს დალაი ლამას დაელაპარაკოს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პერუში 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ოზურგეთში საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელი კულინარიული მრავალფეროვნებისა და ტრადიციების სტენდები მოეწყო
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
დამოუკიდებლობის დღე - ახალციხეში სტუმრებს დაცული ტერიტორიების გაცნობის და ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები