21:12
16 ოქტომბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
6 თვეში საქართველოს რკინიგზა 32 მლნ ლარის ზარალზე გავიდა
02-09-2021

„საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლისს 6 თვეში  რკინიგზის ზარალმა 32,034 მლნ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში რკინიგზამ სხვადასხვა შემოსავლის სახით სულ 277,627  მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, ეს კი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 32,3 მლნ ლარით მეტია.

უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოსთვის რკინიგზის“ ზარალიანობა სიახლეს არ წარმოადგენს გამომდინარე იქიდან, რომ ზარალი წინა წლებშიც სოლიდური იყო. 2020 წელს რკინიგზის ზარალმა 164,6 მლნ ლარი, ხოლო 2019 წელს 5,581 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წელს 716,539 მლნ ლარი, 2017 წელს კი რკინიგზამ ჯამში 154 მლნ ლარი იზარალა.

ცნობისათვის, „საქართველოს რკინიგზა“ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია. კომპანია შედგება სამი ბიზნესერთეულისგან: ინფრასტრუქტურა, სატვირთო და სამგზავრო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები