20:41
26 ივნისი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
6 თვემდე ბავშვის ოთახში დეკორატიული მცენარეების მოშენება სასურველი არ არის
12-06-2019

ოთახის მცენარეები გარდა იმისა, რომ ოთახს ალამაზებენ და ახალისებენ, დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოიმუშავებენ და ჰაერს წმენდენ. არსებობს მცენარეები, რომლებიც ანეიტრალებენ მავნე ნივთიერებებსა და ბაქტერიებს. ალბათ იკითხავთ, რა მავნე ბაქტერიები შეიძლება იყოს ბავშვის ოთახში? მაგალითად, სარეცხი საშუალებებისგან დატოვებული, ნიკოტინის ბოლი, რომელიც მაინც აღწევს მჭიდროდ დახურულ კარში. ამ პრობლემას ფიტოციდური მცენარეები გადაჭრიან, თუმცა ჩვეულებრივი ოთახის მცენარეებიც კარგად უმკლავდებიან ტოქსინების, გაზისა და მტვრის ნეიტრალიზაციას.


კიდევ ერთი დადებითი მხარე ოთახის მცენარეებისა არის დადებითი ზემოქმედება ნერვულ სისტემაზე. არსებობს იმ მცენარეების სია, რომლებიც თავისუფლად შეგვიძლია მოვაშენოთ ბავშვის ოთახში. ესენია: ყველა სახეობის ფიკუსი, კალანხოე, ალოე, ჩინური გიბისკუსი, თუ ბავშვი ალერგიული არ არის - ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, ქლოროფიტუმი.
 
სანამ გადაწყვეტთ ბავშვის ოთახისთვის მცენარეების შეძენას, გაითვალისწინეთ, რომ მიზანშეწონილი არ არის 6 თვემდე ბავშვის ოთახში რაიმე მცენარის გაზრდა. მისი იმუნური სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია და ზედმეტი დატვირთვა არ არის რეკომენდირებული.
როდესაც ბავშვი აქტიური გახდება, ხოხვას და სიარულს დაიწყებს, სასურველია, მცენარეებს მაშინ დაუმეგობრდეთ. შემოიფარგლეთ 2-3 პატარა ან ერთი დიდი ქოთნის ყვავილით.

არ დაივიწყოთ, რეგულარულად სველი ტილოთი გაუწმინდეთ მცენარეს ფოთლები და დაიმახსოვრეთ, თუ სწორად შეარჩევთ მცენარეებს და მათ გარემოცვაში 30 წუთს გაატარებთ, თქვენ ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს აღიდგენთ.

AutoPlay
ეს მშობლის თავის ტკივილია - რა იწვევს ფეხების გამრუდებას ბავშვებში და როგორ შევაჩეროთ პროცესი?
13-06-2019
ეს უკვე რეალობაა! - რა არის "ვირტუალური აუტიზმი"?
12-06-2019
რა ასაკიდან შეიძლება პომიდორის ბავშვის მენიუში შეტანა? - 6 აუცილებელი ნივთიერება ადამიანისთვის, რომელიც ამ პროდუქტშია
06-06-2019
რატომ ეკარგებათ ბავშვებს მადა? - 5 რჩევა, რომელიც ასეთ დროს მშობლებს გამოგადგებათ
05-06-2019
აკლიმატიზაცია - რა გავლენას ახდენს კლიმატი ბავშვის ჯანმრთელობაზე?
05-06-2019
რატომ არ უნდა ჩააცვათ ახალშობილს შინ ხელთათმანები? - საჭირო ინფორმაცია მშობლებისთვის, ვინც ბევრი არ იცის ჩვილის მოვლასა და შეგრძნებებზე
25-05-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები