00:33
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
6 წლის ბრიტანელმა ბავშვმა ჩინეთში დამზადებულ საშობაო ბარათში დამალული შეტყობინება აღმოაჩინა
15-01-2020

ლონდონში, 6 წლის გოგომ საშობაო ბარათში დამალული შეტყობინება აღმოაჩინა. „ჩვენ ვართ უცხოელი ტყვეები შანხაის ციხეში. გვაიძულებენ ვიმუშაოთ საკუთარი ნების წინააღმდეგ. გთხოვთ, გვიშველეთ. შეატყობინეთ ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს“,- წერია ბარათში, რომელიც 6 წლის ბავშვს მეგობრისთვის უნდა ეჩუქებინა.

6 წლის ფლორენს ვიდიქომბიმ ბარათი ერთ-ერთ სუპერმარკეტში იყიდა. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულმა სუპერმარკეტმა ბარათების წარმოება ჩინეთის ერთ-ერთ ქარხანას დაუკვეთა.

ბავშვის განცხადებით, ის ძალიან დაამწუხრა ამ ამბავმა, როდესაც მშობლებმა მისი მნიშვნელობა აუხსნეს.
BBC შანხაის ქინგპუს საპატიმროსაც დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს. მათი თქმით, იქ არავის აიძულებენ მუშაობას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები