01:35
16 თებერვალი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
6 ყველაზე მომგებიანი ბანკი საქართველოში - რამდენი მილიონი შეადგინა მათმა წმინდა მოგებამ?
11-02-2019

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2018 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. გასულ წელს ექვსი ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 850 მილიონ 900 ათას 18 ლარი შეადგინა; მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 917 მილიონ 721 ათას 344 ლარი იყო.

ანგარიშგებების მიხედვით, 2018 წელს ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 361 მილიონ ლარს გადააჭარბა. მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელსაც 342 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა.  წმინდა მოგების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება "ლიბერთი ბანკი", რომელიც მომგებიანი ბანკების რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. მისმა წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში 52 მილიონ ლარი შეადგინა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „ბაზისბანკი“ და „ვითიბი ბანკი“ იკავებენ. „ვითიბი ბანკს“ მცირედით ჩამორჩება "პროკრედიტ ბანკი".

AutoPlay
პოლიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, "თიბისი ბანკი" ივანიშვილის პირადი ინტერესებისთვის ისჯება
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
"ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" - საქართველოში ახალი პროექტი იწყება
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
რა შემთხვევაში ისარგებლებს ფერმერი აგროდაზღვევით? - გაიგეთ ახალი ცვლილების დეტალები
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ ძალაშია - "მაგთიკომი" ტარიფებს ჯერ ვერ გააძვირებს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
თბილისში K2 კოეფიციენტების გაყიდვა და კოეფიციენტების მატება აიკრძალება
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები