17:05
26 მაისი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
6 კატეგორია, ვინც ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება - გადაამოწმეთ ხართ თუ არ თქვენც მათ რიგებში?
18-02-2019

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები, რომლებმაც 2019 წლის 15 იანვრამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს, ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდებიან. ამის შესახებ, საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე  წარუდგინა.

კერძოდ, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 ათას 001 ქულაზე ნაკლებია; ასაკით პენსიონერები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე  და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება  ფიზიკური პირის ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის აღუსრულებელი ნაწილისაგან გათავისუფლებას გულისხმობს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები