21:21
22 მარტი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
500 ევროიანი კუპიურების გამოცემა შეწყდება
11-01-2019

ევროზონის 19 ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წელს  500 ევროიანი ბანკნოტების გამოცემა შეწყვიტონ. როგორც ბელგიური გამოცემა Le Soir (ლე სუაღი) წერს, აქედან 17 ქვეყანა კუპიურის გამოცემას 27 იანვრიდან, დანარჩენი ორი - გერმანია და ავსტრია კი 26 აპრილიდან შეწყვეტენ.
ევროპის ცენტრალური ბანკი არალეგალურ ფინანსურ ოპერაციებში მისი ხშირი გამოყენების გამო კუპიურების მიმოქცევიდან ამოღებას 2016 წლიდან ითხოვდა.
ევროპის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ამ დროისთვის 521 მილიონი ერთეული 500 ევროიანი კუპიურაა მიმოქცევაში და მათი ჯამური ღირებულება 260 მილიარდ 500 მილიონი ევროა. საერთო ჯამში, 500 ევროიანი ბანკნოტები მთლიანად ევროს ბანკნოტების 2,4%-ს შეადგენს და მათზე  მსოფლიოში არსებული ევროს კუპიურების ღირებულების 20% მოდის.

AutoPlay
კომპანია "ი-სფეისი" ელექტრომობილის მფლობელებს აფრთხილებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
თბილისში დაუსრულებელი ნაგებობები და ავარიული კორპუსები შესაძლოა, ახალი შენობებით ჩანაცვლდეს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
"ფეისბუქის" მესენჯერს ახალი ფუნქცია დაემატა - რის საშუალებას გაძლევთ ეს სიახლე?
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
სახისა და სხეულის დასაჭიმი "აპტოსის ძაფების" გამომგონებელი და მწარმოებელი ქართული კომპანია სამშობლოში შემოვიდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ყვითელმა მარშრუტკებმა შესაძლოა, მხოლოდ მოკლე მანძილზე იმოძრაოს - დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალ ქსელზე გადავა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ანაკლიის პორტის ამწეების პროვაიდერი უდიდესი კორეული კომპანია გახდა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები