08:55
9 დეკემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
50-მდე კომპანია ჩინეთს ტოვებს
25-07-2019

50-ზე მეტი კომპანია, მათ შორის Apple და Nintendo, აცხადებენ, რომ აპირებენ საკუთარი წარმოების ნაწილი ჩინეთიდან მეზობელ ქვეყნებში გადაიტანონ, რათა თავი აარიდონ ამერიკის მხრიდან მოსალოდნელ საბაჟო ტარიფებს. ამის შესახებ Nikkei Asian Review იუწყება.

ამერიკასა და ჩინეთს შორის მოუგვარებელი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, რომელსაც მსოფლიო მედია „სავაჭრო ომს ეძახის“ მსხვილ კომპანიებს გარკვეული იძულებითი ქმედებებისკენ მოუწოდებს. ასეა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების HP-სა და Dell-ის შემთხვევაში, რომლებიც გეგმავენ ნოუთბუქების წარმოების 30% ჩინეთიდან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში გადაიტანონ.

აღსანიშნავია, რომ თავად ჩინური კომპანიების ნაწილიც გეგმავს წარმოების სხვა ქვეყნებში გადატანას. მაგალითად, ელექტრონიკის მწარმოებელი ჩინური TCL-ი ტელევიზორების წარმოებას ვიეტნამში აპირებს, ხოლო ბორბლების მწარმოებელი Sailun Tire მის წარმოების ხაზს ტაილანდში გადაიტანს.

AutoPlay
ქართულ პოლიგრაფიულ ინდუსტრიაში ახალი შესაძლებლობები ჩნდება - "კოლორ ჯგუფი" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
06-12-2019
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები გაფართოვდა
06-12-2019
საქართველოში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა შემცირდა?! - რამდენი ადამიანი იხდის ბიუჯეტში იჯარის 5%-ს
06-12-2019
მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 129.5 ლარით გაიზარდა - "საქსტატი"
06-12-2019
ოკრა და პეპინო - მომავალი წლიდან საქართველოში ახალი ეგზოტიკური პროდუქტების წარმოება დაიწყება
06-12-2019
25%-იანი გაძვირება - ნოემბერში ყავის ფასი რეკორდულად გაიზარდა
06-12-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები