19:37
7 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 წლის განმავლობაში ევროკავშირმა უკრაინას 15 მლრდ ევრო გამოუყო
22-11-2019

2014 წლიდან დღემდე ევროკავშირმა უკრაინას 15 მილიარდი ევროს დახმარება გამოუყო. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში ქვეყნის მთავრობის სხდომის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დაფინანსება ეხებოდა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროს - ტრანსპორტს, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და საჰაერო ტრანსპორტს.

მანამდე კი უკრაინის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყანას რჩება შესაძლებლობა ევროკავშირიდან  მორიგი ტრანში მიიღოს. მისი თქმით, ამისთვის უკრაინას  12-დან მხოლოდ 1 პირობის შესრულება დარჩა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები