22:01
4 აპრილი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
5 ტბა მსოფლიოში, რომელიც გაქრობის პირასაა
11-03-2020

დღეისათვის კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოში, რის გამოც ჩვენთვის კარგად ნაცნობი სამყარო ყოველდღიურად იცვლება.

მკვდარი ტბა,რომელიც ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დაბალ ადგილს წარმოადგენს. მინერალებით მდიდარ ტბას სამკურნალო თვისებები გააჩნია.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეგიონში მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის შედეგად ტბა გაქრობის პირას დადგა. მეცნიერების მტკიცებით, ტბის სიღრმე ყოველ წელს 1მეტრით მცირდება.

ტბა პოოპო ბოლივიის სიდიდით მეორე ტბას წარმოადგენდა, თუმცა მისი წყლის სოფლის მეურნეობაში გამოყენების შემდეგ ტბა დაშრობის პირას აღმოჩნდა. ამასთანავე, კლიმატის ცვლილების გამო რეგიონში ნალექები შემცირდა, რამაც ტბაში წყლის დაშრობის ტემპი კიდევ უფრო დააჩქარა.


არალის ზღვა ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის მდებარეობს და ერთ დროს მსოფლიოს სიდიდით მე-4 ტბას წარმოადგენდა. თუმცა სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით 1970-იანი წლებიდან წყლის სარწყავად გამოყენება დაიწყეს, რის შედეგადაც დღეს ტბის მხოლოდ 10%-ია დარჩენილი.

ტბა პოიანხუ,რომელიც ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს ტბას წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში ტბას თევზჭერისთვის იყენებდნენ. თუმცა, ბოლო დროს სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ტბის წყლის ინტენსიური გამოყენება დაიწყეს, რის გამოც ტბა გაქრობის პირას აღმოჩნდა.

ტბა ჩადი 4 ქვეყნის - ჩადის, ნიგერის, ნიგერიისა და კამერუნის საზღვარზე მდებარეობს. მას საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივები სასმელად და სათევზაოდ იყენებდნენ. მე-20 საუკუნიდან ტბისპირა რეგიონებში მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ტბაში წყლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 30 მილიონამდე ადამიანისთვის ტბის წყალს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები