05:46
27 იანვარი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კომენტარის გარეშე
5 სიმპტომი, რომელიც "ომიკრონისთვისაა" დამახასიათებელი
12-01-2022

მაია ბუწაშვილი კორონავირუსის "ომიკრონ" შტამთან დაკავშირებით ინფორმაციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"რამდენიმე ინფორმაცია ომიკრონის შტამთან დაკავშირებით (რადგან ომიკრონის გავრცელება სულ ახლახანს დაიწყო, კვლევები მწირია, თუმცა რამდენიმე გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით გარკვეული წარმოდგენის შექმნა უკვე შესაძლებელია).
ომიკრონით გამოწვეული კოვიდის ინკუბაციური პერიოდი (ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე) შემცირდა 3 დღემდე.
ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი.
ასევე დამატებით აღინიშნება კოვიდისთვის აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი.
ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე კოვიდის წინამორბედი შტამების შემტხვევაში.
სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს.
ყნოსვის და გემოს ცვლილება ძალიან იშვიათია (დელტას შემთხვევაშიც შედარებით ნაკლებად გვხვდებოდა, ხოლო ომიკრონის შტამი კიდევ უფრო იშვიათად იწვევს ამ სიმპტომს).
ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება შედარებით ნაკლებად ხდება და შესაბამისად, სუნთქვის გაძნელება ნაკლებად ახასიათებს.
ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია 70%-ით (თუმცა ვინაიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ძალიან მაღალია, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონეთა აბსოლუტური რიცხვიც მაღალია. შესაბამისად, ამჟამად საწოლების მაქსიმალური მზადყოფნა მაინც აუცილებელია).
50%-ით ნაკლებია რეანიმაციაში მოხვედრის რისკი, 4-5-ჯერ ნაკლებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი.
რეანიმაციაში მოხვედრილთა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანილთა მაღალი პროცენტია არავაქცინირებული.
ვაქცინის სამი დოზა ჰოსპიტალიზაციის რისკს 80%-მდე ამცირებს.
კვლავ საყურადღებოა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - 5%.
ბევრ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი ინფიცირებულთა დიდი რიცხვის გამო სამუშაო ადგილებზე შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით", - წერს მაია ბუწაშვილი

AutoPlay
პოლიციის თანამშრომელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება - იტალიაში დაკარგული ქართველი ემიგრანტი იპოვეს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
"ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ" - მიხეილ ცაგარელი
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
ეს საგანგაშო და სახიფათოა, მაგრამ არის კარგი ამბავიც იმ ადამიანებისთვის, ვისაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი - გიორგი ფხაკაძე
25-01-2022
"მივმართავ ყველას, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას..." - რას წერს ლიზა იასკო მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს
22-01-2022
ქვეყნები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე იაფი ღირს
21-01-2022
პირდაპირ გეტვით, ეკატერინე ტიკარაძესთან მქონდა ამაზე საუბარი... - გიორგი ფხაკაძე
21-01-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები