12:54
16 სექტემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 ყველაზე ძვირად ღირებული შენობა მსოფლიოში - ნახეთ როგორ გამოიყურებიან ისინი
12-06-2019

გამოცემა - 100topjournal-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული შენობების რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდა საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები და კაზინოები. რეიტინგში ლიდერობს 120-სართულიანი ცათამბჯენი/სასტუმრო  Abraj Al Bait-ი, რომელიც  საუდის არაბეთში მდებარეობს. მისი ღირებულება 15 მილიარდ დოლარს შეადგენს. შენობის საერთო ფართობი მილიონ 500 ათასი კვადრატული მეტრია და ჯამში, 100 ათას ადამიანს იტევს.


მას მოსდევს სინგაპურში მდებარე 5 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ღირებულების საკურორტო კომპლექსი Marina Bay Sands-ი , რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ტურისტებში. კომპლექსში განთავსებულია რესტორნები, სასტუმროები, თეატრები, მაღაზიები, საგამოფენო ცენტრები და გასართობი ობიექტები. მე-3 ადგილზე კი -  Resort World Sentosa-ა , რომელიც  მსოფლიოში მესამე ყველაზე ძვირად ღირებულ კაზინოდ ითვლება. იგი სინგაპურში მდებარეობს და მისი ღირებულება  4 მილიარდ 930 მილიონ დოლარს შეადგენს. კომპლექსში ასევე განთავსებულია  სასტუმროც.

ყველაზე ძვირად ღირებული შენობების ჩამონათვალში მე-4 და მე-5 პოზიციებს კი   სასტუმრო Emirates Palace  და Cosmopolitan ინაწილებენ, რომელთა ღირებულებაც შესაბამისად,  3 მილიარდ 990 მილიონი და 3 მილიარდ 900 მილიონი დოლარია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები