12:14
28 ოქტომბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩა მსოფლიოში - Cushman&Wakefield-ის რეიტინგი
27-11-2018

Cushman & Wakefield-ის (ქაშმენ ენდ ვეიკფილდ) რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს 46 ყველაზე შემოსავლიან ქუჩას შორის პირველ ადგილს ჰონგ-კონგში მდებარე  კუზუეი-ბეი იკავებს, სადაც ერთი კვადრატული მეტრი ფართის დაქირავება წლიურად 28 ათას 700 დოლარი ღირს.
რეიტინგში მოხვედრილ ქუჩებზე მრავალი სავაჭრო ობიექტია განთავსებული, რომლებიც ყოველდღიურად შოპინგის მოყვარულებს იზიდავს. შესაბამისად, ამ ქალაქებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროსაც წარმოადგენს.

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული 5 ქუჩის რეიტინგში მე-2 ადგილს ნიუ-იორკში მდებარე მე-5 ავენიუ იკავებს; მას კი  ლონდონის ბონდ-სთრითი მოსდევს. ხოლო მე-4 და  მე-5 პოზიციებს პარიზში მდებარე ელისეის მინდვრები და მილანში მდებარე ქუჩა ვია-მონტენაპოლეონე ინაწილებენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები