06:21
1 დეკემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 პროდუქტი, რომელსაც თურქეთში ვყიდით
27-10-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 მილიარდ 121 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში თურქეთში პროდუქციის იმპორტი 14.2%-ით, ხოლო ექსპორტი 7.9%-ით შემცირდა.

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ლიდერობს ტრიკოტაჟის ნაწარმი - 28 მილიონ 485 ათას 600 დოლარით; მას მოსდევს - ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც 26 მილიონ 495 ათას 400 დოლარი შეადგინა; მე-3 ადგილზეა მამაკაცისა ან ბიჭის ნაქსოვი, ტრიკოტაჟის კოსტუმები, კომპლექტები, 11 მილიონ 345 ათას 500 დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები და ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების ფქვილი და გრანულები იკავებენ, რომელთა ექსპორტმაც შესაბამისად, 9 მილიონ 354 ათას 300 და 9 მილიონ 80 ათას 600 დოლარი შეადგინა.

AutoPlay
Facebook საკუთარ კრიპტოვალუტას 2021 წლის დასაწყისში ჩაუშვებს
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
იაპონელებს მთავრობა ელექტრომობილების შესაძენად ფულს გადაუხდის
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
2020 წელს მსოფლიოში 1000-ზე მსხვილი კომპანია კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
იანვარ-ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი შემცირდა, ხოლო გათხევადებული აირების - გაიზარდა
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი 14%-ით, საექსპორტო ფასი კი 4%-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები