21:15
3 აგვისტო, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 პროდუქტი, რომელსაც ჩინეთში ვყიდულობთ
30-07-2020

2020 წლის იანვარ-ივნისში ჩინეთიდან იმპორტი 24.4%-ით შემცირდა.

კერძოდ, „საქსტატის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში ჩინეთიდან საქართველოში 325 მილიონ 601 ათასი დოლარის იმპორტი განხორციელდა, გასული წლის ამავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი - 430 მილიონ 923 ათასი დოლარი იყო.

რაც შეეხება იმ სასაქონლო ჯგუფებს შორის, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით შემოგვაქვს ჩინეთიდან, ლიდერობს - ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან, რომლის იმპორტმაც 11 მილიონ 412 ათასი დოლარი შეადგინა; მას მოსდევს რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 7 მილიონ 129 ათასი დოლარით;
მე-3 ადგილზეა - მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 6 მილიონ 950 ათასი დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი იკავებენ - გამომთვლელი მანქანები/მათი ბლოკები და მზა ნაწარმი, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით, რომელთა იმპორტმაც შესაბამისად, 6 მილიონ 779 ათასი და 6 მილიონ 385 ათასი დოლარი შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები