11:45
21 ნოემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
5 პროდუქტი და სასმელი, რომელიც გაციებისგან სინამდვილეში სულაც არ გვიცავს - ეს ჩამონათვალი, თქვენს მითებს დაამსხვრევს
11-05-2019

ჩაი და ყავა - თბილ პლედში გახვევისას ჩაიდნის გაცხელებას ნუ იჩქარებთ. ჩაი და ყავა შარდმდენი სასმელებია, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი კარგავს სითხეს და სისხლი სქელდება. ასეთ გარემოში ვირუსებთან და ინფექციებთან ბრძოლის პროცესები უფრო ნელა მიმდინარეობს, იმუნური პასუხიც მუხრუჭდება. თუ გათბობა გნებავთ, ამ სასმელებთან ერთად დალიეთ 1 ჭიქა წყალი, გაუწყლოების თავიდან ასაცილებად.


ყელის ტკივილისა და ხველების დროს ლიმონი აღიზიანებს ისედაც გაღიზიანებულ ლორწოვანს და ამუხრუჭებს მის შეხორცებას. ეს სხვა ციტრუსებსაც ეხება - მაგალითად მანდარინს, ფორთოხალს დაგრეიპფრუტს. ტკივილს აძლიერებს ახლაგამოწურული წვენებიც.

ითვლება, რომ იმუნიტეტისთვის ფორთოხალი საუკეთესო ხილია, მასში ასკორბინის მჟავას დღიური ნორმის შემცველობის გამო. 11 ათასი ადამიანის მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ С ვიტამინი დასნებოვნების რისკს არ აქვეითებს. თუმცა დაავადების მიმდინარეობას რამდენადმე ამსუბუქებს და ამცირებს მის ხანგრძლივობას. С ვიტამინის დეფიციტი დღეისათვის არ გვხვდება, თუ ადამიანის რაციონში არის კარტოფილი, ბულგარული წიწაკა და კომბოსტო.

ნიორს მაგიურ თვისებებს აწერენ. ნივრის ფიტონუტრიენტები დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, მაგრამ არ იცავს გაციებისგან და არც ამსუბუქებს სიმპტომებს.გარდა ამისა, გადაჭარბებულად ნივრის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტეორიზმი ან ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.

თაფლი ინფექციების სამკურნალო საუკეთესო საშუალებადაა აღიარებული, ხოლო ჟოლოს მურაბა ვიტამინების წყაროდ. ამ პროდუქტებში ბევრი შაქარია და მათი ჭარბად მიღების შემდეგ იწყება იმუნური ცილების გლიკირება. რაც მეტ ტკბილს შევჭამთ, მით ნელა მიმდინარეობს გამოჯანმრთელობა. თუმცა თაფლი გვეხმარება ბავშვებში მწვავე ხველის მკურნალობაში. ანტიმიკრობული კომპონენტები ებრძვის ანთებას და ახორცებს ყელის ლორწოვან გარსს.






გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები