02:46
23 აგვისტო, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
5 მარტივი ხრიკი, რომლითაც გაიგებთ ქათმის კვერცხი ახალია თუ ძველი - რა უნდა იცოდეთ, რომ საღდგომო სუფრაზე გაფუჭებული პროდუქტი არ გქონდეთ
23-04-2019

თუ არ ენდობით მაღაზიაში შეძენილ კვერცხზე მითითებულ ვადას, ან თუ ყიდულობთ სოფლის კვერცხ, რომლსზეც საერთოდ არ არის მითითებული ვადა და გამყიდველის კეთილსინდისიერებაზე ხართ დამოკიდებული, ჩვენ გასწავლით, როგორ მიხვდეთ ახალია თუ არა კვერცხი.
1.    პირველრიგში აიღეთ კვერცხი და გაამოძრავეთ ის, თუ გაქანებისას მასში მოძრაობას იგრძნობთ, კვერცხი ძველია, რადგან რაც მეტი დრო გადის კვერცხის დადებიდან, მასში ჰაერი წარმოიქმნება, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, გაქანებისას მოძრაობას იგრძნობა.
2.    მეორე რჩევა კვერცხის ყიდვისას, აიღეთ კვერცხი და გახედეთ შუქზე, ის აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე, უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, შეგიძლიათ ქაღალდი დაგორგლოთ, ასე უფრო მარტივი კვერცხის გამჭვირვალეობის დადგენა.
3.    უკვე ნაყიდი და სახლში მოტანილი კვერცხი შეგიძლიათ შემდეგნაირად შამოწმოთ, კარგი კვერცხი წყალში ჩაგდებისას მომენტალურად ჩაიძირება, შედარებით ძველი ნელნელა ჩაიძირება, ძალიან ძველი კი აი ასე იტივტივებს წყლის ზედაპირზე.
4.    კვერცხის სიახლის დადგენა მისი შიგთავსის მიხედვითაც შეგვიძლია, გატეხეთ კვერცხი და ნახეთ, რაც უფრო შეკრულია ცილა, კვერცხი ახალია, თუ ცილა წყალივით გაიშალა თეფშზე, მისი დადებიდან დიდი დროა გასული.
5.    ჩვენ ასევე გასწავლით მოხარშული კვერცხის შემთხვევაში, როგორ მიხვდეთ ახალია თუ არა ის. უბრალოდ გაჭერით კვერცხი შუაზე, თუ კვერცხის გული ცენტრშია, პროდუქტი ახალია, რადგან მკვრივი ცილა, ხარშვისას გულს არ გაუშვებს ნაჭუჭისკენ, მიუხედავად კვერცხის მდებარეობისა ხარშვისას. 

იხილეთ გადაცემა სრულად

AutoPlay
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში? - ეს უნდა იცოდეთ, თუ მაინც უხარისხო აქსესუარზე აკეთებთ არჩევანს
06-07-2019
"იცავს 48 საათი" და "არ ტოვებს ლაქებს" - რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის წარწერები, რაც ანტიპერსპერანტების ეტიკეტებზეა?
05-07-2019
დამტკიცებულია თუ არა მოსაზრება, რომ ალუმინის შემცველი ანტიპერსპერანტი კიბოს ან ლიმფურ კვანძებს იწვევს?
04-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ნახევარქათამა
23-04-2019
ე.ი. თუ 30 კვერცხის შეღებვას ვაპირებ, თითოეულზე უნდა ჩავატარო ეს მანიპულაციები?
სხვა სიახლეები