10:15
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ტელევიზორები შემოდის
11-05-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში ელექტრონიკის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს. კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ტელევიზორები და ფოტო და ვიდეო კამერები.
საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 158 მილიონ 686 ათას 500 დოლარის მობილურები; 107 მილიონ 553 ათას 400 დოლარის - კომპიუტერული ტექნიკა; 27 მილიონ 454 ათასი დოლარის - ტელევიზორები, 7 მილიონ 747 ათას 800 დოლარის ფოტო და ვიდეო კამერები შემოვიდა.

მათ შორის, ტელევიზორების იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს ჩინეთი, საიდანაც საანგარიშო პერიოდში - 15 მილიონ 551 ათასი დოლარის ტელევიზორი შემოვიდა; მას მოსდევს რუსეთი - 5 მილიონ 434 ათას 900 დოლარით; მე-3 ადგილზეა - ლატვია, მილიონ 961 ათას 100 დოლარის იმპორტით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ჰონგ-კონგი და თურქეთი იკავებენ, შესაბამისად, მილიონ 22 ათას 500 და 910 ათას 600 დოლარის ტელევიზორის იმპორტით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები