06:44
27 ნოემბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რომელია ის 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მაჯის საათები შემოდის?
23-10-2020

2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ჯამში, 4 მილიონ 148 ათას 600 დოლარის ღირებულების მაჯის ან ჯიბის საათი შემოვიდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, საათების იმპორტი სულ 27 ქვეყნიდან განხორციელდა. რაც შეეხება ტოპ-5 ქვეყანას, საიდანაც ყველაზე მეტი მაჯისა და ჯიბის საათი შემოვიდა, ჩამონათვალში ლიდერობს ჰონგ-კონგი, საიდანაც 2 მილიონ 490 ათასი დოლარის საათი შემოვიდა, მას მოსდევს - შვეიცარია - 590 ათას 600 დოლარის იმპორტით;

მე-3 ადგილზეა - ჩინეთი - 412 ათასი დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი გერმანია და იაპონია იკავებენ, საიდანაც შესაბამისად, 223 ათას 900 და 143 ათას 200 დოლარის საათი შემოვიდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები