23:50
3 აპრილი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა - მარტში 17%-ით გაიზარდა
17-04-2018

მიმდინარე წლის მარტში საქართველოში ფულადი გზავნილები 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 17%-ით ანუ 19 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარით გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ცნობით, გასულ თვეში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 320 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი - 38 მილიონ 100 ათასი დოლარი რუსეთიდან შემოვიდა;  მას მოსდევს იტალია - 15 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარით, მე-3 ადგილზე კი - საბერძნეთია, საიდანაც 13 მილიონ 700 ათასი დოლარი შემოვიდა. მე-4 და მე-5 პოზიციებს  ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი იკავებენ. ამასთან, მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20 მილიონ 900 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 51 მილიონ 100 ათასი ლარი გადაიგზავნა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები